თურქეთი

თურქეთში შინაგან საქმეთა, ეკონომიკის და მშენებლობის მინისტრთა შვილები დააკავეს

თურქეთში კორუფციის ბრალდებით შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მშენებლობის მინისტრების შვილები დააკავეს. დაკავებულია ასევე რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი და სახელმწიფო მოხელე. დაკავებულებს პოლიცია ტენდერების კანონდარღვევით გამართვასა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს. პოლიციამ ჩხრეკა სახელმწიფო ხალქ ბანკის ოფისშიც ჩაატარა, რის შედეგადაც ბანკის ხელმძღვანელი და მისი მეუღლე დააკავეს.

დაკავებებს თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ბინძური ოპერაცია უწოდა და განაცხადა, რომ ოპერაცია წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების პოზიციების შესუსტების მიზნით ჩატარდა. მისი თქმით, არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ცდილობენ თურქეთის განვითარების მიმართულების შეცვლას. ერდოღანის განცხადებით, რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელი თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია.

თურქი მიმომხილველები, ჩატარებული ოპერაციების უკან გავლენიან სასულიერო პირს ფეთჰულაჰ გიულენს ხედავენ, რომელსაც უშიშროებისა და საპოლიციო ძალებში ბევრი მიმდევარი ჰყავს.

კომენტარები