თითქმის ორი კვირაა, თბილისის იუსტიციის სახლი დაკეტილია. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ შენობა ვიზიტორებისთვის და თანმშრომლებისთვის უსაფრთხო არ არის. იუსტიციის სახლის ამ ხნით დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევს ოპოზიცია. რა არგუმენტები აქვთ მათ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრთან გიორგი ვაშაძესთან ვსაუბრობთ. ჩვენს კითხვებს ასევე პასუხობს კონსტრუქტორი ჯონი გიგინეიშვილი, ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც წარსულში იუსტიციის სახლზე დასკვნა მოამზადა.
გადაცემის მეორე ბლოკში: არასამთავრობოთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის შეთავაზებული თვითმმართველობის კოდექსით მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას სუსტდება - ამ თემის შესახებ ჩვენი სტუმრები სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა არიან.
ფოკუსი




