ფალავნობა 2013

თბილისის ცირკში ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა 2013 ჩატარდება

Adrees Latif / REUTERS

თბილისის ცირკში, 15 დეკემბერს ქართული ჭიდაობის 2013 წლის სეზონის დამაგვირგვინებელი ღონისძიება - ფალავნობა 2013 გაიმართება. 

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 70-მდე სპორტსმენი ჩაერთვება. ქართული ჭიდაობის ტურნირი 4 წონით კატეგორიაში - 80, 90, 100 და  მძიმე კატეგორიებში გაიმართება, რის შემდეგაც აბსოლუტური ფალავნობა ჩატარდება. ფალავნობაში მონაწილეობას აღნიშნული 4 წონითი კატეგორიის ფინალისტი და მე-3 ადგილზე გასული 12 სპორტსმენი მიიღებს. 


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბსოლუტურ ფალავნობაში გამარჯვებულს პრიზად ავტომობილი - მერსედეს ML გადაეცემა. მთლიანი ტურნირის საპრიზო ფონდი ჯამში 35 000 ლარია.

ფალავნობა 2013-ში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი მოჭიდავეები, როგორებიც არიან: ადამ ოქრუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და სხვები.

ფალავნობის ტურნირი 15 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 17:00 საათიდან ჩატარდება.

კომენტარები