ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ქრთამის აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის გამგეობის რწმუნებულები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულები ოთარ ცენტერაძე და რამინ ხაჯიშვილი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების, ფიზიკურ პირებზე უკანონოდ, რეგისტრაციისათვის საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 აშშ დოლარი აიღეს.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები