საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

msy.gov.ge

სპორტკომპლექს არენაში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის ჩემპიონები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ კატეგორიებში გამოვლინდნენ.

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ გოდერძი დავითაძე (55კგ), რევაზ ლაშხი (66კგ), რობერტ ქობლიაშვილი (84კგ) და იაკობ ქაჯაია (120კგ).

დღეს, ჩემპიონატის ბოლო დღეა და სპორტსმენები მედლებისთვის 50,60 და 96 კატეგორიებში იბრძოლებენ.

კომენტარები