ფოკუსი

სასწრაფო დახმარების სერვისი / აქციები კიევში

2014 წლიდან რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების მართვის უფლება კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჩამოერთმევათ და სახელმწიფოს გადაეცემა. რატომ ირჩევს სამინისტრო ცენტრალიზაციის გზას და გააუმჯობესებს, თუ გააუარესებს ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს - ამ და სხვა საკითხებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძესთან, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელ ანდრია ურუშაძესთან და ბი-სი-აი ჰოლდინგის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ივანე ბოკერიასთან ერთად განვიხილავთ.

გადაცემის მეორე ბლოკში - უკრაინაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მედია და ოპოზიციის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირველ შეტაკებები მოხდა. ფოკუსში უკრაინიდან ტაბულას კორესპონდენტი, დიმიტრი ავალიანი გვერთვება.

კომენტარები