ლოს ანჯელესის კინოკრიტიკოსთა წრე 2013

ლოს ანჯელესის კინოკრიტიკოსთა წრის მთავარი გამარჯვებული კუარონის ფილმი გახდა

digitaltrends.com

2013 წელს, ლოს ანჯელესის კინოკრიტიკოსთა წრის ფავორიტი ფილმი, ოთხი მოპოვებული ჯილდოთი ალფონსო კუარონის ”გრავიტაცია” გახდა.

კუარონის სამეცნიერო ფანტასტიკამ და სპაიკ ჯონზის ფილმმა ”ის” წლის საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო გაიყვეს. ლოს ანჯელესის კინოკრიტიკოსთა წრის წარმომადგენლები ვერც საუკეთესო ქალ მსახიობსა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელზე შეჯერდნენ. პირველ შემთხვევაში გამარჯვებულები ქეით ბლანშეტი (”ლურჯი ჟასმინი”) და ადელ ელზარკოპულოსი (”ადელის ცხოვრება”) გახდნენ, ხოლო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლისთვის განკუთვნილი ჯილდო ჯარედ ლეტომ (”დალასის მყიდველთა კლუბი”) და ჯეიმს ფრანკომ (Spring Breakers) გაიყვეს.

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბრიუს დერნი გახდა (”ნებრასკა”), ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ლუპიტა ნიონგ’ო (”მონობის 12 წელი”) გამოარჩიეს.

”გრავიტაციამ” საუკეთესო ფილმის წოდებასთან ერთად, ალფონსო კუარონს წლის რეჟისორის, ხოლო ემანუელ ლუბეცკის საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოუტანა. ”გრავიტაციამ” კიდევ ერთი ჯილდო, საუკეთესო მონტაჟისთვის, მიიღო. 

კომენტარები