რუსეთი-უკრაინა

ლავროვი: NATO და ევროკავშირი უკრაინას ჭკუას მასწავლებლებივით არიგებენ

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს და ევროკავშირს სკოლის მასწავლებლებს ადარებს, რომლებიც უკრაინას ჭკუას არიგებენ. სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ზოგიერთი გამონათქვამი უკრაინის ხელისუფლების მიმართ თითქმის უპატივცემულობას გამოხატავს. მისი თქმით, მოაწერს თუ არა კიევი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ეს უკრაინის სუვერენული არჩევანია.

"იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებს უკრაინა, ჩვენ შევაფასებთ ამ არჩევანის შედეგებს და დასკვნებს გამოვიტანთ. დასკვნებს ჩვენს მეზობელთან სავაჭრო, კომერციულ და პრაქტიკულ კავშირებთან დაკავშირებით", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

სერგეი ლავროვი კიევში ეუთო-ს მინისტერიალზე იმყოფება, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში, კიევში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდიც, რომელიც გუშინ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს ვიტალი კლიჩკოსა და არსენი იაცენიუკს შეხვდა.

კომენტარები