ფოკუსი

2014 წლის ბიუჯეტის პროექტი

2014 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავ აქტიური განხილვის საგანი გახდა. უმცირესობა პროექტს აკრიტიკებს, მის მხარდაჭერას არ აპირებს და საბერძნეთიზაციის საფრთხეზე საუბრობს. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მიზეზებად მათ დაგეგმილი მილიარდ ექვსას მილიონზე მეტი საგარეო და საშინაო ვალის აღება და ბიუჯეტის დეფიციტის 3.9%--მდე ზრდა მოჰყავთ. დგას თუ არა საქართველო საბერძნეთიზაციის გზაზე? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშეა ქვეყნის ეკონომიკა? ამ საკითხებზე დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებთან ნოდარ ებანოიძესთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ასევე ვნახავთ ჩაწერილ ინტერვიუს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ფოკუსის სტუმრები ეკონომისტები: გიორგი ციმინტია, ნინო ევგენიძე და ნუცა თოხაძე იქნებიან.

კომენტარები