მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ამ იდეაზე, რომელიც თავის დროზე ვენეციის კომისიამ დაიწუნა, დროებით მაინც, უარი თქვა. ოფიციალური მიზეზი ფინანსების ნაკლებობაა. ამ თემის გარშემო ვსაუბრობთ გადაცემის პირველ ნაწილში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ანა ნაცვლიშვილთან და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წევრ გიორგი მშვენიერაძესთან ერთად.
გადაცემის მეორე ბლოკში: თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს კითხვებით მიმართა. რა ცვლილებები იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმით და რა კითხვები აქვს ოპოზიციას - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრს ხათუნა გოგორიშვილს ვესაუბრებით.
ფოკუსი




