აშშ-ის კინოკრიტიკოსთა საბჭო 2013

სპაიკ ჯონზის "ის” აშშ-ის კინოკრიტიკოსთა საბჭოს რჩეული გახდა

აშშ-ის კინოკრიტიკოსთა საბჭომ 2013 წლის საუკეთესო ფილმის წოდება სპაიკ ჯონზის ფილმს მიანიჭა. ”ის” (Her) მარტოხელა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც კომპიუტერის ახალ ოპერაციულ სისტემასთან (რომელსაც ქალის ხმა აქვს) უცნაური ურთიერთობა აქვს. ნამუშევარში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა და სკარლეტ იოჰანსონი ასრულებენ. სპაიკ ჯონზმა ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდოც მიიღო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჯილდოები ალექსანდ პეინის ფილმის, ”ნებრასკას” მსახიობებმა ბრუს დერნმა და უილ ფორტემ აიღეს. საუკეთესო მსახიობი ქალი ემა ტომპსონი გახდა (”მისტერ ბენქსის გადასარჩენად”). მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კი ოქტავია სპენსერი (”ფრუტვეილის სადგური”) გამოარჩიეს.

”ფრუტვეილის სადგურმა” კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა. ფილმის რეჟისორი, რაიან ქუგლერი წლის დებიუტანტი გახდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი მაიკლ ბი. ჯორდანი - წლის ახალბედა მსახიობი.

აშშ-ის კინოკრიტიკოსთა საბჭომ 2013 წლის საუკეთესო ათი ფილმიც დაასახელა:

მონობის 12 წელი

ფრუტვეილის სადგური

გრავიტაცია

ლევაინ დევისში

მარტოხელა გადარჩენილი

ნებრასკა

ტუსაღები

მისტერ ბენქსის გადასარჩენად

უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება

უოლ სტრიტის მგელი

 

კომენტარები