რადამ უკრაინის მთავრობას უნდობლობა არ გამოუცხადა. ქვეყანაში კვლავ გრძელდება მასშტაბური აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და მის მნიშვნელობაზე ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს ვესაუბრებით.
გადაცემის მეორე ბლოკში - საქართველოს მთავრობამ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შექმნა. კომისიის მიზნები ზოგიერთისთვის ბუნდოვანია და კითხვებს აჩენს. ამ საკითხებს ჩვენ თამთა მიქელაძესთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელთან ერთად განვიხილავთ




