ფოკუსი

დემონსტრაციები უკრაინაში

მომხრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ - ისინი პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ხვალ უმაღლესი რადა შეიკრიბება - ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაყენების ინიციატივას წარადგენენ. თუ რადა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრეზიდენტი იანუკოვიჩი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას მხარს დაუჭერს. როგორია შიდა-პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს რეგიონსა და საქართველოზე - ამის შესახებ ჩვენს კითხვებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე პასუხობენ.

გადაცემის დასკვნით ნაწილში - უკრაინაში რელიგიურ ფაქტორსა და საქართველოსთან პარალელებზე რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილთან ერთად ვსაუბრობთ.

კომენტარები