ნემცოვიც დაკავება

რუსეთში უკრაინის მხარდამჭერი აქციისთვის ნემცოვი აქტივისტებთან ერთად დააკავეს

lenta-ua.net

მოსკოვში, უკრაინის საელჩოსთან სამართალდამცველებმა უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს. 11 დაკავებულს შორის რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვიცაა.

აქტივისტები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ საელჩოს შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს. სამართალდამცველებმა ისინი ავტობუსში ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ოპოზიციონერთა დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ აქცია არასანქცირებული იყო.

კომენტარები