დემონსტრაცია უკრაინაში

უკრაინის შსს: შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები კიევისკენ არ მიემართებიან

დედაქალაქში არსებული რთული ოპერატიული მდგომარეობის მიუხედავად, შინაგანი ჯარების აკადემიის პირადი შემადგენლობა კიევისკენ არ მოემართება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო უნიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედია საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევისკენ შინაგანი ჯარების აკადემიის კურსანტებით დატვირთული 40 ავტობუსი მიემართებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი უკრაინის შსს-მ ოფიციალურად უარყო.

 

კომენტარები