დემონსტრაცია უკრაინაში

"Беркут"-მა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დემონსტრანტები დაარბია

Аронець live

კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი (Беркут) დემონსტრანტებს არბევს. როგორც რადიო თავისუფლება იტყობინება არიან დაშავებულნი. პოლიციამ დემოსნტრანტთა ნაწილი დააკავა. Беркут-მა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისასვლელი გზა გადაკეტა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება  შეტაკებების შედეგად 15 პოლიციელი დაშავდა. 

უკრაინაში დაახლოებით 100,000  ადამიანი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ისინი მოითხოვენ პრეზიდენტისა და პრემიერის გადადგომას და შინაგან საქმეთა მინისტრის გასამართლებას. 

კომენტარები