"РБК-Украина"-ის ცნობით, უკრაინაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. როგორც, გამოცემა აღნიშნავს, მინისტრთა კაბინეტში მათი სანდო წყაროს ცნობით "მიმდინარეობს სერიოზული განხილვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაწილეობით. დიდია ალბათობა, რომ 2 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა იყოს შემოღებული, თუმცა საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობა მსოლოდ კიევის მასშტაბით განხორციელდეს".





