ფოკუსი

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ერთდროულად სამეურვეო საბჭოს წევრის 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. ამან კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური საზოგადოებრივი მაუწყებელში შექმნილი ვითარება. მაუწყებლის ირგვლივ დაპირისპირებამ და შიდა კრიზისმა გასული თვეების განმავლობაში არაერთხელ მიიპყრო ყურადღება.
ამ საკითხებზე და გამოსავლის გზებზე დღეს ჩვენ ვისაუბრეთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებთან - თამარ კორძაიასთან და სერგო რატიანთან; ასევე გადაცემის მეორე ბლოკში - ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძესთან და საბჭოს წევრ გიორგი მელაძესთან ერთად

კომენტარები