ფოკუსი

ასოცირების ხელშეკრულება

ხვალ ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიხსნება. საქართველო სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ელის. რას ნიშნავს პარაფირება და რა გზა აქვს საქართველოს გასავლელი ხელშეკრულების ხელმოწერამდე? რას მოუტანს მას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი ნაწილის ამოქმედება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ? რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ უკრაინის მაგალითისგან? - ამ და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს სტუმრებთან: თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარ ვახტანგ ლეჟავასთან, ცენტრ მომავლის ინიციატივების წარმომადგენელ ლევან ალაფიშვილთან და ფონდ ალპეს პროგრამების დირექტორ მერაბ ბასილაიასთან ერთად ვისაუბრებთ. ასევე ნახავთ დღეს ჩაწერილ ინტერვიუს ქეთევან ციხელაშვილთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილესთან. მას ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე დავუსვით შეკითხვები - მათ შორის რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის ტექსტიდან ამოიღეს მითითება ევროკავშირის 49-ე მუხლზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ეხება

კომენტარები