ქართველი მუსლიმები

ჭელაში მეჩეთიდან მოჭრილ მინარეთს უკან აბრუნებენ

სოფელი ჭელა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

სოფელ ჭელაში მოჭრილ მინარეთს მეჩეთზე ამონტაჟებენ. სამხრეთის კარიბჭის ცნობით, მინარეთის კონსტრუქცია მეჩეთთან უკვე მიიტანეს, სოფელში კი ათობით სამართალდამცავია მობილიზებული. "სამხრეთის კარიბჭე" აცხადებს, რომ მის კორესპონდენტს მუშაობის საშუალება არ ეძლევა. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელის მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა დღეს, 27 ნოემბერს, მას შემდეგ მისცა, რაც მუსლიმებმა მშნებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა. მინარეთი ამის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, დასაწყობდა, დაილუქა და ამ დრომდე მიჩენილი ყავდა დაცვა.

კომენტარები