World Maccabi Cup 2014

ლევნ ყიფიანი World Maccabi Cup 2014-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრი ლევან ყიფიანი World Maccabi Cup 2014-ის მზადების ფარგლებში ისრაელიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ყიფიანის გარდა, შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიოს ქართველ-ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირელაშვილი, ისრაელის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხეილი და საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია. სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, სტუმრები ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.

World Maccabi Cup 2014 წლის 18-19 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მასში მონაწილეობას 55 ქვეყნის ნაკრები გუნდები მიიღებენ. ტურნირის ორგანიზატორები არიან მსოფლიოს მაკაბის კავშირი, მსოფლიოს კარატეს ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია.

კომენტარები