რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ზოგადად, როგორია ქვეყნის ენერგოპოლიტიკა - ამ საკითხების შესახებ ჩვენს კითხვებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა უპასუხა.
ვილნიუსის სამიტი მოახლოვდა - საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვაში 28 ნოემბერს გაემგზავრებიან. პარალელურად, საპროტესტო აქციები არ წყდება უკრაინაში - მოქალაქეები ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განახლებას მოითხოვენ. უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ საქართველოს პარლამენტშიც - დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიუროს სხდომაზე უკრაინის შესახებ დადგენილების მიღების ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის შესახებ უფრო დაწვრილებით საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს ვესაუბრეთ.




