საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში საგარეო ვაჭრობის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისა და ხელმოწერის საკითხებზე ისაუბრეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ უაღრესად საინტერესო ერთ წელიწადზე, რომელიც დაიწყება უახლოეს დღეებში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ევროპაში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და მეტიც კულტურული არჩევანი. შესაბამისად, ის სირთულეები რომელიც შესაძლოა იყოს, გადაიძლევა ერთის მხრივ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სრული ერთიანობით, მეორეს მხრივ იმ ახლო თანმშრომლობით, რომელიც ცალცალკე ევროპულ ქვეყნებთან ჩამოგვიყალიბდება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





