ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა. გენერალურ მდივნად არჩევამდე კალაძის კანდიდატურა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა.

"პარტიის გენერალურ მდივნად გთავაზობთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. ჯერ სულ ახალგაზრდაა პოლიტიკაში და, ნახეთ, როგორი შესაშური მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა გამოიჩინა. ყველაფერთან ერთად, კახი ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია.ასე რომ პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ" - თქვა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე ექსპოჯორჯიაში.

კომენტარები