ფოკუსი

სამთავრობო პროგრამა/იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მანამდე კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. სამთავრობო პროგრამასა და პარლამენტში გამართულ სხდომაზე ჩვენს სტუმრებთან - საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელ ელენე ხოშტარიასთან, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთან და პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად ვსაუბრობთ .

ასევე: საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სავიზო რეჟიმი და იმიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება. რატომ გახდა საჭირო ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას - ჩვენს კითხვებს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე პასუხობს.

კომენტარები