სამთავრობო პროგრამა

სამთავრობო პროგრამა: სტაბილური სატარიფო პოლიტიკა გრძელვადიანი პერსპექტივაა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს მთავრობამ სამთავრობო პროგრამა - ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის - გამოაქვეყნა. მასში დაახლოებით ერთი გვერდი ეთმობა საქართველოს მთავრობის ენერგეტიკულ პოლიტიკას. სამთავრობო პროგრამაში ციფრები და დასახული მიზნების განხორციელების ვადები მოცემული არ არის და მხოლოდ ძირითადი დებულებებია მოყვანილი.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება იქნება "ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მოწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით".

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ადგილობრივი რესურსების ათვისების კუთხით, პრიორიტეტული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურად ათვისება ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მთავრობა ასევე აპირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის დასრულებას და რეგიონების გაზიფიცირებას.

მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოება იქნება. 

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, "საინვესტიციო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით კი ელექტროენერგიის დარგში, სტაბილური სატარიფო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა". 

საქართველოს სამთავრობო პროგრამა დღეს პარლამენტში განიხილეს.

კომენტარები