საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის შემდეგ ორმხრივი შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან გამართა. პრეზიდენტებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედროს შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტსა და „ერთ უმნიშვნელოვანეს წელიწადს" ასოცირების შეთანხმების პარაფირებასა და ხელმოწერას შორის. მისი თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გეგმა და ძირითადი მიმართულებები დაისახა.

როგორც, თავის მხრივ, დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, ვილნიუსის სამიტის წინ საქართველოში ხელსუფლების მშვიდობიანი ცვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე კიდევ ერთხელ ვიწვევ საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსში. ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა და ასოცირების შეთანხმების ინიცირებისთვის... კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ამ პროცესში. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას, რომ მიაღწიოთ ამ მიზანს. ჩვენ როგორც ყოველთვის, დავეხმარებით საქართველოს აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე" , - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მანამდე დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მასთან ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა.

კომენტარები