ფოკუსი

პრეზიდენტის სასახლე და მოახლოებული ინაუგურაცია

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებენ. ცერემონიალზე დასწრებას არც პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს. მისი ადმინისტრაციის უფროსმა ორი პირობა დაასახელა - სააკაშვილი ცერემონიალს იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ პოლიტიკური ლიდერების წინასწარი პატიმრობის პრაქტიკას შეწყვეტს და პრეზიდენტის სასახლე თავის ფუნქციას შეინარჩუნებს. ხელისუფლება პრეზიდენტის სასახლეში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებას გეგმავს. ასევე საუბარია შენობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოთავსებაზე.
იმის შესახებ, უნდა დაესწროს, თუ არა პრეზიდენტი და ოპოზიცია ინაუგურაციის ცერემონიალს, უნდა შეინარჩუნოს, თუ არა პრეზიდენტის სასახლემ თავისი ფუნქცია, რამდენად შეესაბამება რეზიდენციის ინფრასტრუქტურა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საჭიროებებს ჩვენ სტუმრებთან, ფილოსოფოს თათა ცოფურაშვილთან, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძესთან, პრეზიდენტის სასახლის პროექტის ავტორ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან და აგრარული უნივერსიტეტის რექტორ ლაშა გოცირიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

კომენტარები