MODESELEKTOR თბილისში

Tbilisi Fall Set ხვალ გერმანულ დუეტს Modeselektor უმასპინძლებს

lestrabiques.com

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Tbilisi Fall Set ხვალ, 16 ნოემბერს კლუბ Underwheel-ში ცნობილ გერმანულ დუეტს Modeselektor უმასპინძლებს. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება და მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები Luna9 და Tomma. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია მთვრალი ალუბალია. 

Modeselektor გერნორ ბრონსერტისა და სებასტიან სზარის ელექტრონული პროექტია, რომლის მუსიკაც IDM-ს, ელექტრო ჰაუსის, ჰიპ-ჰოპისა და გლიჩის ელემენტებს შეიცავს. დუეტი 1996 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის 7 ალბომი აქვს გამოშვებული. Modeselektor სხვა არტისტებთან ერთად რამდენიმე ცნობილი პროექტის ავტორია. ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიცაა ტომ იორკი და Apparat.

Tbilisi Fall Set-ზე დასასწრები ბილეთები ხვალ კლუბ ანდერვილის შესასვლელთან გაიყიდება და მისი ღირებულება 20 ლარი იქნება.

კომენტარები