არონოვსკის ფილმოგრაფია

არონოვსკის ახალი ფილმი ნოე

დარენ არონოვსკის ახალი ფილმის, ”ნოე”, პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ნამუშევრების - ”შავი გედი”, ”პი”, ”რეკვიემი ოცნებაზე” და ”შადრევანი”, რეჟისორისთვის ეს პირველი მსხვილბიუჯეტიანი პროექტია. ნოეს გადაღებებზე 130 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

”ნოე” ამავე სახელის ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. იმაზე თუ როგორ გამოეცხადება ნოეს ღმერთი და ამცნობს სამყაროს აღსასრულის შესახებ. მის მცდელობაზე, ააგოს კიდობანი და გადაარჩინოს ცოცხალი არსებები.

ფილმში მთავარი როლის შესრულება არონოვსკიმ ჯერ კრისტიან ბეილს, შემდეგ კი მაიკლ ფასბინდერს სთხოვა, თუმცა პროექტში მონაწილეობაზე ორივემ უარი განაცხადა. საბოლოოდ, ნოეს როლს რასელ ქროუ შეასრულებს. მასთან ერთად ნამუშევარში როლებს ჯენიფერ კონელი, ენტონი ჰოპკინსი, რეი უინსტონი, ემა უოტსონი და ლოგან ლერმანი შეასრულებენ.

არონოვსკის ამ პროექტზე მისი საყვარელი კომპოზიტორი და ოპერატორი, კლინტ მანსელი და მეტიუ ლიბატეკი მუშაობდნენ. ”ნოე” 2014 წლის 28 მარტს გამოვა.    

კომენტარები