საბრძოლო მასალა

შსს-მ რკინიგზის მშენებლობისთვის გაყვანილ გვირაბში საბრძოლო მასალა აღმოაჩინა

Police.ge

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ, რკინიგზის მშენებლობისთვის გაყვანილ გვირაბში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სულ ამოღებულია 5 ყუმბარმტყორცნი, ე.წ. "მუხა", "კალაშნიკოვის" სისტემის 4 ავტომატი, ავტომატის 14 მჭიდი, ავტომატის 1 047 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 127 ვაზნა ლენტით, 1 კონტეინერი 5,45 მმ-იანი კალიბრის ვაზნები, ტყვიამფრქვევ "დე-შე-კას" 1 ვაზნა, "ეფ-1"-ის ტიპის 8 ხელყუმბარა და "ერ-გე-დე-5"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, 2 დეტონატორი, 1 მეტალის ზონარი ბოლოში სახრახნით, კამუფლირებული 1 ჩანთა, მჭიდების ჩასადები 1 ჟილეტი, მჭიდების მოსათავსებელი 1 ჩანთა, 1 ცალი მომწვანო ფერის ცილინდრისებური მეტალის საგანი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები