დარეჯან დიასამიძის საქმე

დაკარგული დარეჯან დიასამიძის დედა შვილის საქმეზე მეტ ინფორმაციას მოითხოვს

7 აგვისტოს დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლები პროკურორს თავიანთი შვილის ძიების საქმესთან დაკავშირებით შეხვდნენ, თუმცა დედამ, ლამზირა მახარაძემ განაცხადა, რომ მან ახალი ინფორმაცია მისგან ვერ მიიღო. დაკარგული გოგონას მშობელი სამართალდამცავთაგან მოითხოვს, გააგებინონ რას აკეთებენ მისი შვილის მოსაძებნად.

"მთავრობას და სამართალდამცველებს მივმართავ და ვთხოვ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მომაწოდონ ინფორმაცია, გამაგებინონ როგორ და რა გზებით ეძებენ ჩემს შვილს. მეუბნებიან, რომ არის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც არ შეიძლება, რომ არის ვერსია, რაზეც მუშაობენ და ეს არავინ არ უნდა იცოდეს", - აღნიშნა ლამზირა დიასამიძემ.

მისსივე თქმით, ერთი კვირის განმავლობაში დაელოდება ახალი ინფორმაციის მიწოდებას, შემდეგ კი პერმანენტულ აქციებს გამართავს.

კომენტარები