ღარიბაშვილის ვიზიტი საფრანგეთში

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ კოლეგას მანუელ ვალსს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

პარიზში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ კოლეგას მანუელ ვალსს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ლეგალურ მიგრაციას და საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროპული საქმეების მინისტრ ტიერი რეპენტინთან.

კომენტარები