აფხაზი ბოევიკების მკვლელობის საქმე

გუნავა: ყოფილ მაღალჩინოსნებს ბოევიკების მკვლელობაზე შესაძლოა ბრალი წაუყენონ

თენგიზ გუნავა
livepress.ge

თენგიზ გუნავას განცხადებით, შესაძლოა მას, ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიასა და რომან შამათავას აფხაზი ბოევიკების მკვლელობაზე ბრალი წაუყენონ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, თენგიზ გუნავას განმარტებით, აფხაზი ბოევიკები კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლნენ და ამ საქმეების ქართულ მხარესთან დაკავშირება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

ვოლმერ ბუთბა, ოთარ ტურნანბა და ოთარ ხიშბა, გალის რაიონის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სხვადასხვა დროს ტერაქტების შედეგად მოკლეს. 

 

კომენტარები