ფოკუსი

პროტესტი სახალხო დამცველს/ მარგველაშვილის ინტერვიუ

- დღეს სახალხო დამცველის აპარატის სამმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. ისინი სახალხო დამცველის მიერ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნათია იმნაძისა და მისი მოადგილის ოთარ კვაჭაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. ფოკუსის სტუმრები სწორედ სამსახურიდან დათხოვილი ოთარ კვაჭაძე და მაია გიგინეიშვილი იქნებიან, რომელიც ერთ-ერთია იმათაგან, ვინც დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა ომბუდსმენის ოფისი. მათთან ერთად შევაფასებთ, თუ რა ვითარებაა სახალხო დამცველის აპარატში.
- გადაცემის მეორე ბლოკში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ რუსეთის სახელმწიფო პირველ არხთან. არჩეული პრეზიდენტის ძირითად გზავნილებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე შეაფასებენ

კომენტარები