- რელიგიური შუღლის საჯაროდ გამოხატვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს - სწორედ მსგავსი ცვლილების შეტანა სურს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პროექტი უწყებამ ცოტა ხნის წინ შეასწორა, თუმცა ის კვლავინდებურად მიუღებელია რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილისთვის. უნდა იყოს თუ არა დასჯადი სიძულვილის ენა და რატომ გაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ეს ჩანაწერი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ზურაბიშვილთან და თეოლოგ ბექა მინდიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
- ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიახლე არ არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ მოსკოვის პოზიციაში - რუსეთს სურს, საქართველომ, რომელსაც ეს ვალდებულება ცალმხრივად აქვს აღებული, შეთანხმება დეფაქტო სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გააფორმოს. უცვლელია საქართველოს პოზიციაც - თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს. ჟენევის ფორმატზე და უფრო ფართოდ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე პოლიტოლოგ დავით ბერიტაშვილთან და საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელთან პაატა გაფრინდაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
ფოკუსი




