ალასანიას ვიზიტი საფრანგეთში

ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგას, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება. ის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მინისტრებმა ასევე მომავალში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. 

სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხაზგასმით აღნიშნა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა პოსტ-ISAF პერიოდში. კოლეგები ვილნიუსისა და NATO-ს 2014 წლის სამიტების მნიშვნელობასაც შეეხნენ.

ირაკლი ალასანიამ ფრანგ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ალასანიამ ასევე ფრანგი დამკვირვებლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

კომენტარები