პალესტინა-ისრაელის ურთიერთობა

ჯონ კერი: ისრაელი და პალესტინა კომპრომისზე უნდა წავიდნენ

telegraph.co.uk

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელის პრემიერმინისტრს ბინიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმში შეხვდა. შეხვედრა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენას ისახავს მიზნად. ჯონ კერის თქმით, ორივე მხრიდან რეალურ კომპრომისებზე წასვლა და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მშვიდობის მიღწევას შესაძლებელს გახდის.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ პალესტინური მხარე ხელოვნურად ქმნის კრიზისს და ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მშვიდობას დაამყარებს, თავს არიდებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კერის ვიზიტი სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენას ხელს შეუწყობს.

სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინას შორის 2010 წელს შეწყდა, რის მიზეზადაც დასახელდა ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებების მშენებლობა.

 

კომენტარები