საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

გოგუაძე: როგორც ჩანს, არსებული სამეურვეო საბჭო ხელისუფლებისთვის არაკომფორტულია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარლამენტს მიმართავს, უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყვიტოს. მათი განმარტებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭოს არსებულ შემადგენლობას კვლავ ექნებოდა გადაწყვეტილების მიღებისა და გენერალური დირექტორის კონკურსის წესით არჩევის საშუალება.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი, დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც არსებულ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას პირველ იანვრამდე შეუწყვეტს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დაჩქარებულად განხილვის გადაწყვეტილება მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა თხოვნის საფუძველზე მიიღეს. დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვას ემხრობიან საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც.

"ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფა. კანონში ლამის ყოველდღიურად შესწორებების შეტანა ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, რომ ხელისუფლებას სურს, ის კარგად მოირგოს. როგორც ჩანს, ეს სამეურვეო საბჭო არ არის მათთვის კომფორტული", - აცხადებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე.

კომენტარები