ფოკუსი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საქართველოს მთავრობა თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებს. პროგრამა თებერვლიდან ორ ეტაპად ამოქმედდა და ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მილიონ 4 ათას ადამიანს მოიცავს. საყოველთაო ჯანდაცვა ჯერჯერობით იმ ადამიანებს შეეხო, ვისაც არცერთი ტიპის დაზღვევა არ ჰქონდათ. როგორ მუშაობს პროგრამა და რა რისკები ახლავს მას? რამდენად ორგანიზებული და ხარისხიანია სერვისი? არიან, თუ არა კმაყოფილები მომხმარებლები და რას ასახელებენ მთავარ პრობლემებად? რატომ არიდებენ თავს მედიასთან ამ თემაზე საუბარს კლინიკები და ექიმები? მოისმინეთ პასუხები ამ და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვა საკითხებზე - გადაცემას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სტუმრობენ.

კომენტარები