ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი სცემეს

ნაცმოძრაობის ნაცემი აქტივისტი ცემაში ოცნების წევრის შვილს ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, პავლე ბაღდოშვილის მეუღლე ხათუნა ბადური ამბობს, რომ ბაკურიანში ქართული ოცნების წარმომადგენლის, ზურა ხაჩიძის 16 წლის შვილი მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდა.

ხათუნა ბანდურის განცხადებით მისი ქმარი არჩევნებზე დამკვირვებელი იყო, სადაც ზურა ხაჩიძემ და მისმა შვილმა ბაღდოშვილს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

”ხაჩიძეების ოჯახი ჩვენი ახლო ნათესავები არიან და არჩევნებზე ჩემი მეუღლე, რომ ნახეს უთხრა შენ ნაციონალებში რა გინდაო და შეაგინეს, შემდეგ კიდევ იყო ასეთი შემთხვევები. დღეს პავლე აფთიაქში გავიდე სადაც ხაჩიძის 16 წლის შვილი და მისი მეგობრები დახვდნენ და სცემეს” - განაცხადა ხათუნა ბანდურმა.

დაზარალებულის მეუღლის განცხადებით ხაჩიძე მათ ემუქრება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ დაწერონ და პოლიციას არ მიმართონ, თორემ ბაკურიანში აღარ დაედგომებათ.

ხათუნა ბანდურის ინფორმაციით, მისი მეუღლე პოლიციელი იყო, ქართული ოცნების უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი პოლიტიკური შეხედულებების გამო განცხადების დაწერა და სამსახურიდან წამოსვლა აიძულეს.

პავლე ბაღდოშვილის მეუღლის განცხადებით დაზარალებულმა ბევრი სისხლი დაკარგა და ახლა საავადმყოფოშია.  

ტაბულა დამატებით დეტალებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებას ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

კომენტარები