გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ელჩებთან

გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მარგველაშვილმა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ერმუჰამეტ ერტისბაევმა წინასაარჩევნო გარემოზე, ევროპული სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებსა და ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ისაუბრეს. 

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა დემოკრატიის კონსოლიდაცია, ჩატარდა უპრეცედენტოდ ევროპული არჩევნები, განხორციელდა და კიდევ მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც მოახდენს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახთა ჯგუფში. ამ მხრივ ასოცირების ხელშეკრულება, ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და სავიზო ხელშეკრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამით ხდება ინსტიტუციურად იმის აღიარება, რომ ჩვენ უკვე ვდგავართ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე. ამდენად, ვილნიუსის სამიტი არის ისტორიული, უმნიშვნელოვანესი. მას მოჰყვება ძალიან რთული მუშაობა ერთი წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2014 წლის სექტემბრისთვის უკვე ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს", - განაცხადა, პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები