ფოკუსი

ჯარიმა ტოტალიტარული სიმბოლიკისთვის

პარლამენტი თავისუფლების ქარტიაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას იწყებს. კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რა გაკეთდება ტოტალიტარული სიმბოლოების აღმოსაფხვრელად და რეპრესირებულთა კომპენსირებისთვის? რატომ დგას სტალინის ძეგლები საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება და პრემიერმა მათი დემონტაჟის პირობა დადო? - ამ თემებზე გადაცემაში კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობიდან, თამარ კორძაია და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი საუბრობენ.
ასევე, ფოკუსის დასკვნით ნაწილში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია იმის შესახებ საუბრობენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა წარსულის განმადიდებელი სიმბოლიკის აღმოფხვრას და დაძლია, თუ არა საქართველომ საბჭოთა მემკვიდრეობა.

კომენტარები