ფოკუსი

უკანონო მოსმენა / სასამართლო რეფორმა

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მოსამართლეებს უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გავლა მოუწევთ. ეს შეეხება დღეისთვის ათი წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებსაც, ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო უკვე დაადო პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ცვლილებას სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. როგორ მიმდინარეობს რეფორმა და ამაღლდა თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე, რამდენადაა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - France Press-ის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება უკანონო მოსმენებისთვის შვედური კომპანია ერიქსონის ტექნოლოგიას იყენებს - ამ საკითხებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს შალვა შავგულიძეს ვესაუბრებით.

გადაცემის მეორე ნაწილში - სასამართლო რეფორმის, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ჩვენს კითხვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი უპასუხებს.

კომენტარები