ფოკუსი

თვითმმართველობის რეფორმა / ევროინტეგრაცია

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და ცვლილებების პროექტი მოიწონეს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც თბილისის მერის უფლებამოსილებებს ზღუდავს - დედაქალაქის მერს თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდება.

თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და რეფორმაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე, ზაზა გაბუნიას და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გია თევდორაძეს ვესაუბრებით.

გადაცემის მეორე ბლოკში - მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე და მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს სალომე სამადაშვილს და პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.

კომენტარები