საქართველოს დავით ყიფიანის თასი 2013

საქართველოს თასზე მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვა

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

გორის დილა სტუმრად ბათუმის დინამოსთან ანგარიშით - 2:1 დამარცხდა, თუმცა პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამო, შემდეგ ეტაპზე მაინც გორელები გავიდნენ. ვიტ-ჯორჯიასთან დამარცხდა შუქურაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი აღმოჩნდა გადამწყვეტი. შემდეგ ეტაპზე ქობულეთელები გავიდნენ.

თბილისის დინამომ ხობის კოლხეთი 6:0 დაამარცხა, აქედან 3 გოლი კოტ-დივუარელი პატრიკ ვუოს ანგარიშზეა. ასევე დიდი ანგარიშით მოუგო საჩხერის ჩიხურამ თბილისის ლოკომოტივს. იმერლებმა თბილისელები საერთო ჯამში 7 ბურთით დაამარცხეს (4:0; 3:0).

მარტვილის მერანისა და ლანჩხუთის გურიას შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 (2:1) დასრულდა და შემდეგ ეტაპზე მარტვილელები გავიდნენ.

საინტერესოდ წარიმართა ქუთაისის ტორპედოსა და ცხინვალის სპარტაკის დაპირისპირება. ვლადიმერ ხაჩიძის ფეხბურთელები შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, თუმცა ქუთაისელებმა ორჯერვე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტები ტორპედოს ფეხბურთელები აღმოჩნდნენ. (5:6)

პირველი მატჩის მსგავსად (2:0), რუსთავის მეტალურგმა ფოთის კოლხეთი სტუმრადაც დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დავით ყიფიანის სახელობის თასს გამოთიშა ბოლნისის სიონმა ზესტაფონი. პირველ შეხვედრაში 1:0 გამარჯვების შემდეგ, ბოლნისელებმა საპასუხო მატჩშიც იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.


კომენტარები