ფოკუსი

საზოგადოებრივი მაუწყებელი/ბიზნესის კეთების სიმარტივე

ბიზნების კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო კვლავ საუკეთესო ათეულშია. ქვეყანამ შარშანდელი პოზიცია გაიუმჯობესა და მეცხრედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა. რას ნიშნავს საქართველოსთვის კარგი პოზიციები რეიტინგებში, ასევე - რას უკავშირდება ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები და რა უნდა გაკეთდეს მათ აღმოსაფხვრელად - ჩვენს კითხვებს თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე უპასუხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი

გადაცემის მეორე ნაწილში - საზოგადოებრივი დღეს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. დილით ცნობილი გახდა, რომ პირველი არხი გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის წითელი ზონის დახურვას აპირებდა. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. თამაზ ტყემალაძემ მედიასთან საუბარში ისიც თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გადაცემის ავტორები უფრო ფრთხილი ყოფილიყვნენ რელიგიური თემების მიმართ. მოგვიანებით გაირკვა, რომ წითელი ზონა აღარ დაიხურება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კრიზისია - ფინანსურ პრობლემებსა და ბორდის წევრების განცხადებებს პოლიტიკური ზეწოლის თაობაზე ორი პოლიტიკური თოქშოუს დახურვა დაერთო - საზოგადოებრივ მაუწყებელზე შექმნილ მდგომარეობაზე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ვესაუბრებით.

კომენტარები