FIFA-ს ოქროს ბურთი

FIFA-მ ოქროს ბურთის პრეტენდენტები დაასახელა

FIFA-მ ოქროს ბურთის მოპოვების 23 პრეტენდენტის ვინაობა დაასახელა. FIFA-ს წევრებისა და გამოცემა ფრანს ფუტბოლის მიერ შედგენილ სიაში ყველზე მეტი წარმომადგენელი მიუნხენის ბაიერნს ჰყავს.

სია ასე გამოიყურება: გარეთ ბეილი (უელსი), ლუის სუარესი, ედინსონ კავანი (ორივე - ურუგვაი), რადამელ ფალკაო (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა, ჩავი (ორივე - ესპანეთი), ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი, (ყველა - გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტიაგო სილვა, ნეიმარი (ორივე - ბრაზილია), ანდრეა პირლო (იტალია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), რობინ ვან პერსი, არიენ რობენი (ორივე - ნიდერლანდები), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), იაია ტურე (კოტ დ'ივუარი).

დეკემბერში FIFA სამ პრეტენდენტს დაასახელებს, რომლებიც ოქროს ბურთისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს გამოვლენაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ფიფას მიერ შერჩეული პრესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გამარჯვებულის ვინაობა 13 იანვარს, ციურიხში გაცხადდება.

კომენტარები