ფოკუსი

არჩევნები 2013 / ვილნიუსის სამიტი

მმართველობის ახალი მოდელი, რომელიც ქვეყანას აქამდე არ გამოუცდია, პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ვინაობა ჯერ არ ვიცით, პრობლემები ეკონომიკაში, რასაც მსგავსი ბუნდოვანება აღრმავებს - 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება - 27 ოქტომბერს საქართველო რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. როგორ მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადება, რას ელიან კანდიდატები და რა იცვლება პრეზიდენტის უფლებამოსილების კუთხით ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ - პასუხები ამ კითხვებზე მოისმინეთ გადაცემის პირველ ნაწილში.

ფოკუსის მეორე ბლოკში: ევროპარლამენტის რეზოლუცია და პარალელები უკრაინასთან - როგორ აღიქვამენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის გზავნილებს. სტუმრად ფოკუსის ეთერში - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები