ფოკუსი

ფოკუსი: შსს-ს მუშაობის ერთი წელი / ევროპარლამენტის რეზოლუცია

არის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამჭვირვალე და პოლიცია დეპოლიტიზებული?
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების მუშაობის ერთი წლის შედეგები შეაფასა, სადაც სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა.
ფოკუსის პირველ ბლოკში მოისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლების შეფასებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე.
"გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია" - ასე შეაფასა პრემიერმინისტრის მრჩეველმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა, როდესაც ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობდა.
რას მიიჩნევს ის გასაკეთებლად და რას უკვე მიღწეულად? რატომ ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრისას უკრაინის მაგალითს? რატომ რჩება ევროპარლამენტარების ნაწილს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს? - მოისმინეთ პასუხები ამ კითხვებზე ფოკუსის მეორე ბლოკში. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ გიორგი კანდელაკს ვესაუბრებით.

კომენტარები